საბერძნეთში მოკლულ 29 წლის ქართველ ქალს ექსპერტიზის შემდეგ ქუთაისში ჩამოასვენებენ

საბერძნეთში მოკლულ 29 წლის ქართველ ქალს ექსპერტიზის შემდეგ ქუთაისში ჩამოასვენებენ. გარდაცვლილი ქუთაისის მკვიდრია. ქ.ს–მ ქუთაისის #9 საჯარო სკოლა დაამთავრა და წლების წინ საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა.

მისი ოჯახი ამ დრომდე ქუთაისში ცხოვრობს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა მომხდარის შესახებ უკვე შეიტყო. მათ მკვლელობის დეტალებზე საუბარი არ სურთ, ისინი ასევე არ საუბრობენ გარდაცვლილის მეუღლეზე, რომელიც ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკაავეს.

ქ. ს–ს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ქართველი ბინაში მოკლული დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო