„რუსთავის ფოლადის“ გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის დირექციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები მუშები ცოტა ხნის წინ ქარხნის დირექციას შეხვდნენ. როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული მუშები აცხადებენ, დირექცია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის. აქციები და გაფიცვა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა თანახმაა წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანოს, 50% -ით ხელფასის გაზრდაზე კი უარს აცხადებენ. საპირისპიროს აცხადებს "ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე.

როგორც არჩილ მელიქაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წვრილსორტული საამქროს მუშებთან მოლაპარაკება შედგა, მათ სამუშაო საათები შეუმცირდებათ, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დანამატი დაერიცხებათ და შესაბამისად, ხელფასიც გაეზრდებათ. დანარჩენი საამქროების მუშების მოთხოვნების განხილვა და შესწავლა მიმდინარეობს და მათ პასუხს დირექცია 20 მაისს ეტყვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 400-ზე მეტი მუშა გაიფიცა, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ განაცხადა, გაფიცული მუშების მოთხოვნები სამართლიანია, პროფკავშირები მათ უფლებებს დაიცავს და საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებას გაუწევს, ვინაიდან შრომის პირობები მოსაწესრიგებელია და დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გადასახედი.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავის ფოლადის" მუშებმა აქციაა განაახლეს - მათი ინფორმაციით დირექციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო