„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზუგდიდში ახალგაზრდულ ფესტივალს  დაესწრო

ზუგდიდში ახლგაზრდული ფესტივალი გაიმართა, სადაც მოზარდებმა სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.

ახალგაზრდულ ფესტივალს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო და რამდენიმე სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

“ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. ამიტომაც, მთელი დატვირთვით ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას. იცით, რომ ვაშენებთ ახალგაზრდულ სივრცეს, სადაც მოზარდებს განტვირთვის და იდეების გენერირების შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა