მაია ცქიტიშვილი და გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების - საზანოს, ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცნობით, მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რაც რეგიონში და კონკრეტულად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მალე დასრულდება წყლის სისტემის მოწესრიგება.

„ზესტაფონში რეგიონული განვითარებისთვის 5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 სკოლის და 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გვაქვს გზების დეპარტამენტის 15-მდე პროექტი და ამდენივე იგეგმება წლის განმავლობაში",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის 60 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ზესტაფონის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, საზანოში წელს ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღი აშენდება.

„უკვე არსებობს პროექტი და სამუშაოთა ნუსხაში ჩასმულია 2 სოფლის - ტყლაპივაკისა და ზოვრეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე, საზანოში აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის ერთ-ერთი თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის იქნება. ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას”,-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ასევე, მაია ცქიტიშვილმა სოფელ შროშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა ხევი-არგვეთის ავტობანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ იქ დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს