ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სამუშაოები ითვალისწინებს 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას.

ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირდა. განსაკუთრებით გადაადგილება რთულდებოდა წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობდა და პირდაპირ გზაზე მიედინებოდა წყალი.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი