წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ხელმძღვანელობის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა, ვიდრე სხვა საამქროების მუშების მოთხოვნებიც არ შესრულდება, გაფიცვას არ წყვეტენ

რუსთავში, წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ქარხნის ხელმძღვანელობის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა, ვიდრე სხვა საამქროების მუშების მოთხოვნებიც არ შესრულდება, 20 მაისამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე აცხადებს, რომ წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწია და ისინი სამის ნაცვლად მუშაობის ოთხცვლიან გრაფიკზე გადავლენ ისე, რომ ხელფასი იგივე დარჩებათ.

მელიქაძის განმარტებით, ეს ხელფასის 25%-ით მატებას ნიშნავს.

ფოლადსადნობის თანამშრომლებთან შეხვედრას კი ადმინისტრაცია ორშაბათს გეგმავს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 50%- ით გაზრდა არარეალურია, თუმცა გარკვეული შეთავაზებები აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა