საოკუპაციო ხაზთან სამშვიდობო საფეხბურთო ფესტივალი იწყება

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ მეჯვრისხევში, სამდღიანი სამშვიდობო საფეხბურთო ფესტივალი იწყება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდები.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ფესტივალი გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, ახალგაზრდული მოძრაობა „შერიგებისთვის" და ორგანიზაციის „ფეხბურთი მშვიდობისთვის“ ინიციატივით იმართება, მხარდამჭერები კი, ფეხბურთის ფედერაცია, შსს და ადგილობრივი ხელისუფლებაა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და სპეციალური პრიზები გადაეცემა.

ფესტივალი 17-19 მაისს ტარდება და 12-14 წლის მოზარდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებს მონაწილეობა. ყველა გუნდს საჩუქრად სრული საფეხბურთო ეკიპირება გადაეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა