დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე ხელმეორედ მივიდა

დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტი ლევან თორდია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე ხელმეორედ მივიდა. ლევან თორდიასთან ერთად "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი გიორგი ვაშაძეც იმყოფება.

როგორც ჟურნალისტმა ლევან თორდიამ განაცხადა, მის ხელმეორედ გამოკითხვას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ შესაძლოა, დააკავონ.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მის მიმართ განხორციელებული ქმედება არაკანონიერია და ის ინციდენტის მომენტში მხოლოდ თავს იცავდა.

"გუშინ პოლიციიდან დამირეკეს რამდენჯერმე, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მივსულიყავი ხელმეორედ. 23:00 საათზე, სამართალდამცავები მივიდნენ დედაჩემთან და ჩააბარეს უწყება სამმართველოში გამოძახებასთან დაკავშირებით. ამან გამიჩინა ეჭვები, რომ აპირებენ რაღაც უკანონოს, თუნდაც ჩემ დაკავებას. ეს ეჭვი გამიძლიერა იმ ფაქტმაც, რომ დადეს რაღაც დამონტაჟებული ვიდეო, სადაც გამოყვანილი ვარ აგრესორად, არადა ყველა ჩემი ქმედება თავდაცვის მიზნებიდან და სტუმრების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეობდა", - განაცხადა ლევან თორდიამ.

დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტი ზუგდიდს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მეორედ მივიდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა