ზუგდიდის პროკურატურაში, საკრებულოს წევრი გია დანელია კიდევ ერთხელ იკითხება

ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია პროკურატურაში გამეორებით იკითხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, დანელიას გამოკითხვა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.

როგორც დანელიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც ის თითქოს ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.

"ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი გაკეთებულია სავარაუდოდ მის მიერ. მე მას მოვუწოდებ, რომ თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი", - განაცხადა დანელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 14 მაისს დაიწყო. გამოძიება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა