„ბოლო ზარის“ დღეს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 მოსწავლიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

“ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, მაგრამ დინამიკაში ორივეს მდგომარეობის გაუმჯობესება აქვს. დანარჩენი ქირურგიულ და ნეიროქირურგიულ განყოფილებში არიან. მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სულხან ორჟანიამ.

ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში შვიდი დაშავებულია მოთავსებული. ერთი - თბილისში გადაიყვანეს.

ავარია 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მოხდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა