ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთის სიები დაამტკიცა

ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. გადასატანი ყუთის სიები ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ რჩებიან საოლქო საარჩევნო კომისიის დერეფანში, სადაც დაცვის პოლიცია არის მობილიზებული.

სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და პასუხი მოითხოვა, თუ რატომ გახდა საჭირო საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზება.

„გუშინაც არ მოგვეცით საშუალება წარმოგვედგინა ის დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა უბანზე. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ გადასატანი ყუთის სიებში არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებსაც სრულად აქვთ უნარი, რომ მივიდნენ და ხმა მისცენ საარჩევნო უბნებთან.

ასევე მინდა ვაცნობო კომისიას, რომ ყველა სარჩევნო უბანი მოვიარეთ და ისინი არ არის დაცული, არ აქვს ინფრასტრუქტურა. სიები სად იყო და სარეგისტრაციო ბეჭდები რომ სახლში გქონდათ, ეს საზოგადოებამ უკვე იცის. არის უბნები, რომლებიც არც კი იკეტება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხმაური ზუგდიდიდის საოლქო კომისიაში - ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, გადასატანი ყუთის სიები დამტკიცდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო