ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დავითიანი, ოქტომბერი, დიდი ნეძის კახათსა და ჩხორიაში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო, რომელიც შემოდგომისას დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 79720 მეტრი გაზსადენი და 1085 კომლი უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

„მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე სამეგრელოს რეგიონში 75 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს და 34101 აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს