საქსტატი - 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა

2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს გადააჭარბა. ამის შესახებ საქსტატის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ეხება. მონაცემების თანახმად, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 2.5 პროცენტითაა გაზრდილი დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში.

„2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად, დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში