ფოთში ევროპის დღე ღონისძიებებით აღინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ფოთში ევროპის დღეები აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაში ფოთის საჯარო და კერძო სკოლები და საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ იყო ჩართული.

მერიის ინფორმაციით, კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, სკოლების მიერ მომზადებულ გამოფენაზე „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, მოსწავლეებმა ხელთნაკეთი ნივთებით, სტენდებით, კულინარიული ნაწარმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ისტორია, კულტურა და ადათ-წესები წარმოადგინეს.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოეწყო საინფორმაციო კუთხე და ნახატებისა და პოსტერების გამოფენა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიეღო. ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა დაესწრნენ.

ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლაში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ევროკავშირის 29 ქვეყნის კულტურა მუსიკალური ნომრებით წარმოადგინეს.

ევროპის დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების გაზრდა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად