ცესკო-ს წარმომადგენელი - მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას

მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას და არასწორ ქმედებას. იხელმძღვანელონ და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით და არა იმ ხერხებით, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, - ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ არჩევნებისთვის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატა სამოქალაქო საზოგადოებამ და დამკვირვებელთა უმეტესობა სწორედ, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქშია მობილიზებული.

„სხვადასხვა ორგანიზაციების დაახლობით 6 000-ზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. 5 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული, რათა დააკვირდნენ მიმდინარე რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ. ამ დამკვირვებლების და წარმომადგენლების უმეტესობა მობილიზებული არიან ზუსტად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. დღესაც და წინა დღეებშიც ჩვენ გვქონდა ფაქტები, რასაც ფართო საზოგადოება ტელევიზიის საშუალებით დააკვირდა, რომ მცდელობა არის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს. არამხოლოდ მუშაობას, არამედ კომისიის სხდომებზე განსაკუთრებული აქცენტია იმისთვის, რომ კომისიას შესაძლებლობა არ ჰქონდეს სრულად წარმართოს ის პროცედურები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა ამ მიმართულებით ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს