ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ღონისძიებები გაიმართა

რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ოჯახების საკეთილდღეოდ თავისუფლების მოედანზე პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

„ოჯახის სიწმინდის დღე მინდა მივულოცო ჩემს თანამოქალაქეებს, მთელ საქართველოს. ოჯახი ჩვენთვის წმინდაა და ყველა ადამიანისთვის, ვისაც ოჯახი აქვს და ვინც ოჯახს უფრთხილდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული და მინიჭებული უდიდესი მადლი. ქართველებისთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ დღის დაწესება. კიდევ ერთხელ მივესალმები და ვულოცავ ყველას ოჯახის სიწმინდის დღეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მათივე ცნობით, დღესვე, რუსთავის ხელოვნების სკოლის წინ არსებულ სკვერში, ბავშთა ნამუშევრების თემატური გამოფენა და კონცერტი გაიმართა.

„ღონისძიებების დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და მრევლი, თბილისში გაემგზავრნენ, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა