ზუგდიდის ტელევიზიის წამყვანის ადვოკატი დადიანების სასახლეში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

ადვოკატ მირანდა გოგოხიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანი ლევან თორია თავს დამნაშავედ არ სცნობს. როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში დღეს,11:00 საათზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაიბარეს, როგორც დაზარალებული და მტკიცებულებები გააცნეს.

ამასთან, მირანდა გოგოხიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის. მისი თქმით, როდესაც ლევან თორია გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე კადრებს იღებდა, ადგილზე მივიდა გელა კვარაცხელია, რომელიც იქ მყოფებს აგრესიული ტონითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

ადვოკატის თქმით, ლევან თორიამ მას სთხოვა, რომ თავი შეეკავებინა, რა დროსაც მან ლევან თორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის თქმით, ამ დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თორიამ კვარაცხელიას თავდაცვის მიზნით, ინსტიქტურად დაარტყა ხელი.

"ვიყავით გამოკითხვაზე, შემდეგ ამოცნობა ჩატარდა.ამოცნობის შემდეგ მტკიცებულებათა გაცნობა და მტკიცებულების - ვიდეო-ჩანაწერიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს აღნიშნულ ბრალს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით. ის დარტყმა, რაც კვარაცხელიას მიმართ განახორციელა , იყო თავდაცვის ინსტიქტი. შემდეგ კი გაერიდა ტერიტორიას, რათა მის მიერ განხორციელებული ძალადობისგან თავი აერიდებინა. აქედან გამომდინარე, ბრალს არ აღაირებს", - განაცხადა გოგოხიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა