ბათუმის ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით - „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2019 - ბათუმის სესია“გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამდღიანი სამიტის ფარგლებში 4 თემა უნდა განიხილონ. ესენია: საპენსიო რეფორმა, განათლება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ქალთა უფლებები. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც საპენსიო რეფორმის თემაზე მუშაობს, დასკვნით ღონისძიებაზე სამიტის მონაწილეებს სარეკომენდაციო დოკუმენტს შესაფასებლად წარუდგენს. „დოკუმენტში განხილული იქნება როგორია ევროკავშირის ქვეყნების საპენსიო პოლიტიკა და როგორ მუშაობს 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმებეული დაგროვებითი საპენსიო სქემა. საპენსიო რეფორმაზე მომუშავე სტუდენტებმა სამიტის მონაწილეებს დაგროვებით საპენსიო სქემაზე დღეს ტრენინგი ჩაუტარეს და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მიმდინარე რეფორმის მიმართ. ღონისძიებაზე სტუდენტებს საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდათ.

სამიტს 150-მდე მოსწავლე და სტუდენტი ესწრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს