პროექტის ,,დაბრუნება სკოლაში“ ფარგლებში გიორგი ხოჯევანიშვილი გორის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის №1 საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცნობეს. მათი ინფორმაციით, რწმუნებულმა მოსწავლეებთან არაფორმალურ გარემოში ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განათლების მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა, შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. „ პროექტს ,,დაბრუნება სკოლაში" საინფორმაციო ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ,,ევროპის დღეების" ფარგლებში ახორციელებს. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მაღალი თანამდებობის პირების მშობლიურ სკოლებში ,,დაბრუნებას" ითვალისწინებს, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ევროპა-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრებიან. დღემდე, ნატოსა და ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების არაერთი წარმომადგენელი ჩაერთო“, -აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა