ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, მკვდარი დელფინის გამორიყვის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა.

„გასულ წელს დელფინის გამორიყვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით - 50 შემთხვევა. მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია, შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. დელფინებზე მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი