შუახევის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ეგიდით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმთა მხარდაჭერით, შუახევის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აქციის მსვლელობისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ამასთანავე, კანონმდებლებმა მედიკოსებს უმაღლეს საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობისა და მოსახლეობის თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

























