ხატია დეკანოიძის  ინფორმაციით, ზუგდიდში მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰაერში გასროლით დააშინეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,ზუგდიდში მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ფაიფურის დასახლების ერთ-ერთ უბანზე ის ჰაერში გასროლით დააშინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დეკანოიძემ განუცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზოია ქვარცხავა ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მივიდა, რომ ჩვენება მისცეს. მისი თქმით, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მედიასთან ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ჰაერში ისროლეს".

აღნიშნულ ქალთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციის განცხადებით, ზუგდიდში მათი წარმომადგენელი ჰაერში გასროლით დააშინეს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს