ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე

„ნაციონალური მოძრაობა“ რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.
ჩიქოვანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის ზუგდიდში რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა, „ქართული ოცნება“ მზად არის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებისთვის.
„იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების ასარევად და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის ზუგდიდში რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოიყვანა და ასევე, 3 ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში, ჩვენ ორგანიზებულები ვართ იმისათვის, რომ საარჩევნო დღეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება უზრუნველვყოთ. რა თქმა უნდა, ასევე მზად ვართ, სრულიად სამართლიანად წარვმართოთ მთლიანად საარჩევნო პროცესი.
როგორც ჩვენს მომხრეებს, ასევე ნებისმიერ ზუგდიდელს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება მიუხედევად იმისა, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩამოყვანილი ადამიანების მხრიდან პროვოკაცია. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამ კამპანიისთვის და რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“, გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

























