თინა ბოკუჩავა - მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ, ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა,  „ოცნების“ ზონდერს, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის

მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობასთან 14 მაისს, როდესაც მცდელობა იყო, მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.

თინა ბოკუჩავა სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან,მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობასთან 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, ჩვენთვის უკვე ცნობილია მანქანის მეპატრონე ირაკლი ჩანგელია,რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედია, პოლიციასაც აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას", -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი ჩანგელია საოლქო კომისიის წევრის ლელა ლაშხიას შვილია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს