ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობასთან 14 მაისს, როდესაც მცდელობა იყო, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს