ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი ამ დროისთვის, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს პოლიციის შენობაშია გადაყვანილი.

ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

„მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ, ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი ჩანგელია საოლქო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს