თელავის საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს

თელავის საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს

ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაცით 4 ადამიანი მოათავსეს. ოთხივე პირი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე მუშაობდა. მომხდარს სავარაუდოდ, სასმელს წყალს უკავშირებენ.

ექიმის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და დეინტოკსიკაციის შესაბამისი მკურნლობა უტარდება.

მოწამვლის ზუსტი მიზეზის დასადგენად, სპეციალისტებმა სინჯები უკვე აიღეს.