ახმეტასა და საგარეჯოში საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში დაიწყო

ახმეტასა და საგარეჯოში საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში დაიწყო

კახეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ორ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ახმეტასა და საგარეჯოში, საარჩევნო პროცესი დილიდან მშვიდ ვითარებაში დაიწყო. პირველმა ამომრჩეველმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი 4 სოფელს მოიცავს - ზემო, ქვემო და შუა ხალაწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.

აღნიშნულ უბანზე ჯამში რეგისტრირებულია 1220 ამომრჩეველი, სადაც საკრებულოს მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატთა სიაში არ არიან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. "ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანაშვილია, რომელიც წლების განმავლობაში სოფელ ომალოში მერის წარმომადგენლად მუშაობდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის თემში კი, სადაც სამი სოფელი ერთიანდება, 456 ამომრჩეველია რეგისტირებული. სოფლების - უჯარმის, პალდოს და მუხროვანის მოსახლეობას საშუალება ექნებათ საკუთარი არჩევანი #13 საარჩევნო უბანზე დააფიქსირონ. უჯარმაში საკრებულოს მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.