მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა უბანი დროულად გაიხსნა

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განაცხადა, დილის 07:00 საათისთვის ყველა უბანი გაიხსნა, წილისყრის პროცედურები დარღვევების გარეშე ჩატარდა და 08:00 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი.
მარნეულის საარჩევნო ოლქში 90 საარჩევნო უბანია და 99717 ამომრჩეველი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც დღეს მერის შუალედური არჩევნები ტარდება, პოლიციის შენობასთან დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

























