ოპოზიციამ ზესტაფონის მე-10 და 45-ე საარჩევნო უბნებზე დარღვევა გამოავლინა

ოპოზიციამ ზესტაფონის მე-10 და 45-ე საარჩევნო უბნებზე დარღვევა გამოავლინა

ზესტაფონის მე-10 და 45-ე საარჩევნო უბნებზე, სამაგიდო სიებზე გადასატანი ყუთის სია არ არის მითითებული, - ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიცია ავრცელებს.

მათი თქმით, ამის გამო, შესაძლოა, ამომრჩევლებმა ხმა განმეორებით მისცენ.

წარმომადგენლებმა უბნებზე საჩივრები დაწერეს. საარჩევნო ოლქში განმარტავენ, რომ საჩივრებზე ინფორმაციას არ ფლობენ და განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.