„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი - სადახლოში, #31-ე საარჩევნო უბანზე გაყალბების მცდელობა არ ყოფილა და უბნის გარეთ რა მოხდა, არ ვიცი

„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი - სადახლოში, #31-ე საარჩევნო უბანზე გაყალბების მცდელობა არ ყოფილა და უბნის გარეთ რა მოხდა, არ ვიცი

სადახლოში #31-ე საარჩევნო უბანზე გაყალბების მცდელობა არ ყოფილა და უბნის გარეთ რა მოხდა, არ ვიცი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა #31 უბანზე სოფიო შანშიაშვილმა განუცხადა.

ცოტა ხნის წინ სადახლოში #31 უბანზე ხმაური იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუ სფეისის" დამკვირვებელი ტახტი ალიევი აცხადებდა, რომ საარჩევნო უბანზე გაყალბების მცდელობა აღკვეთა, რის გამოც ის რამდენიმე ადამიანმა გარეთ გაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სადახლოში 31-ე უბანზე პოლიცია იყო მობილიზებული, ტახტირ ალიევი სადახლოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი გამოკითხვის მიზნით.