ხულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 7 საჩივარი დაწერეს

ხულოში მიმდინარე არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 7 საჩივარი დაწერეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველთა სიებით არიან წარმოდგენილნი.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავები და "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

"წინა დღით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 23 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ახლა ამბობენ, რომ შეცდომა არის და ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. 400 ამომრჩევლამდე გაზარდეს რაოდენობა. ყველა საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ვერ გაივლის თავისუფლად, რადგან მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გადიან.

7 საჩივარი გვაქვს წარდგენილი და ამ წუთებშიც იწერება დამატებით საჩივრები. ასევე "ქართული ოცნების" აქტივისტები მაისურებით აგიტაციას ეწევიათ. ამასთან, ამომრჩევლებს არჩევნების დღეს სმს-ებით მოუწოდებენ, რომ მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირონ",- განაცხადა გია აბულაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა