სანდრა რულოვსი - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყოს ზუგდიდიდან, ის გავრცელდება მთელ ქვეყანაზე და დამთავრდება ივანიშვილის სასახლესთან

გუშინდელი ე.წ არჩევნების მერე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან. ეს გავრცელდება მთელს ქვეყანაზე და დამთავრდება ივანიშვილის შუშის სასახლესთან, თბილისში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა ოპოზიციის შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, 2019 წლის შუალედური არჩევნები არ იყო რეალური არჩევნები. მისი თქმით, „ეს იყო სპეცოპერაცია თვეების მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში".

როგორც რულოვსმა აღნიშნა, პროტესტის ფარგლებში მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მმართველობიდან წასვლა იქნება.

"ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. თავი უნდა დაგვანებოს, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა უკვე ყველასთვის ყველანაირ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ, ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს,სოფელსა და ქალაქს. ყველანი ერთად, ხელი-ხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა მოვიშოროთ. ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენს მეგობრებთან და მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ. ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს,რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა. მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტია, ორგანიზაცია და მეგობრები არიან და ვისაც უნდა, შემოგვიერთდება. ჩვენ გვყავს საქართველოს ერთი მტერი, ეს არის, ივანიშვილი", - განაცხადა რულოვსმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის