სანდრა რულოვსი და ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ადგილობრივ შტაბში ოპოზიციის ლიდერებისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე საუბარი სამოქმედო გეგმას შეეხება.

როგორც სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

როგორც ცნობილია, ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა - 107 უბნის მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი - 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი - 107 - სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის