მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს - ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, - ასე მიმართ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და დამკვირვებლებს.

სააკაშვილმა მათ მოუწოდა, „მიაწვნენ ბოლომდე, ხოლო თუ ცემა-ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ“.

“ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები“ ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს - ეგენი არიან დამთავრებულები! ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“, - მიმართა სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

“მერე რა, რომ მათი „შნირი“ ჟურნალისტები დაგდევენ. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, მხარეს შეიცვლიან - ჩვეულებრივი ფულისტები და ფულის ხამები არიან. ამათ არც სამშობლო აქვთ, არც მორალი აქვთ. ერთადერთი ჩვენ აღარ უნდა მივიკედლოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს, “ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავენ არჩევნებს“. ისინი ასევე გააფრთხილა, რომ ყველაფერი ფიქსირდება, არსებობს კანონი და ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბოგინი. მინდა, ქართველები ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთს. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მტერი და ჩანერგილი არსება ივანიშვილი კიდევ დიდხანს გასტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა