ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდნენ

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელია, სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

დღეს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წელი შესრულდა.

,,სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი, მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ. დღეს გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში, სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა შენგელიამ.