ბორჯომის მერმა კობა წაქაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა

ლეგენდარული ბაკურიანელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე იუბილარია. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, წაქაძეს 85 წლის იუბილე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ, სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ მიულოცეს.

ხელმძღვანელმა პირებმა კობა წაქაძე მადლიერების სიგელით, სპეციალურად დამზადებული სახელობითი სკულპტურითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.

თავის მხრივ, სპორტსმენმა სტუმრებს საკუთარ სახლში მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერებინა და მათ ის ისტორიებიც გაუზიარა, რომლებიც მუზეუმში დაცულ ჯილდოებს, შეჯიბრებებიდან ჩამოტანილ სხვა ნივთებსა და ნაჩუქარ სუვენირებს უკავშირდებოდა.

„კობა წაქაძემ ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა.

კობა წაქაძე არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს