ბათუმის მერიამ პროექტის „შენი იდეა ბათუმს" განხორციელება დაიწყო

ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება.

„პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს. მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით. საბჭოს მიერ იდეები შეირჩევა 10-დან 15 ივნისის ჩათვლით, შერჩეული პროექტებისთვის კი ხმის მიცემა განხორციელდება 15-დან 30 ივნისის ჩათვლით, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული.

საპროექტო განაცხადების დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად, ქ. ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე www.idea.batumi.ge ან მერიის სერვისცენტრებში.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://idea.batumi.ge/about “, - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება