ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის არჩევნებზე - მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს სიმშვიდისა და მოთმინებისთვის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ 19 მაისს გამართული ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა თითეულ მოქალაქეს გუნდისადმი ნდობისთვის. როგორც მოწერელიამ აღნიშნა, ზუგდიდმა ღირსეული მერი აირჩია.

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას იმ ნდობისათვის, რაც მათ გამოიჩინეს ჩვენი გუნდის მიმართ ზუგდიდის მერის არჩევნებში. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ მოქალაქეს იმ სიმშვიდისა და მოთმინებისათვის, რაც მათ გამოიჩინეს ამ პერიოდში. ზუგდიდმა ნამდვილად ღირსეული ზუგდიდელი აირჩია - გეგა შენგელია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ამომწურავად და კეთილსინდისიერად. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ყველა პროექტს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და უწყებას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პერიოდში, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ნამდვილად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს