რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა. არსებული ინფორმაციით, ქალმა მოძალადისგან თავის დაცვა ყვირილით სცადა. შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა ქალის ყვირილი ხმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდასხმისაგან ქალს სახისა და ხელის არეში მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამართალდამცავებმა გამოკითხვის მიზნით ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-137 მუხლითაა დაწყებული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.