ხატია მოისწრაფიშვილი - NDI-ს სანდოობას და გავლენას ეჭვქვეშ არავინ აყენებს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა NDI-ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებისგან, რომელიც ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელს ასახავს, თავი შეიკავა.

ამასთანავე, მან მიულოცა სხვა კანდიდატებს, რომლებიც რეიტინგში სალომე ზურაბიშვილის მსგავს პოზიციას იკავებენ.

"მინდა მივულოცო ამ რეიტინგში იმავე პოზიციებზე გასულ კანდიდატებს, მათ შორის შალვა ნათელაშვილს. ეს აღიარებაა უდავოდ," - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" სანდოობას და გავლენიანობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40 % ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12 % უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32 % კი - არც დადებითს და არც უარყოფითს.

რესპონდენტთა 40 % აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძის მიმართაც, 18 %-ს კი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34 % კალაძის მიმართ მის დამოკიდებულებას - არც დადებითად და არც უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 31 % აფიქსირებს.

შემდეგ პოზიციებზე მოდიან პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რომელთა მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28 %-28 %- ს აქვს.

27 %-27 % გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას გიორგი გახარიას და ზაალ უდუმაშვილის მიმართ, 26 %-26 % კი - ალეკო ელისაშვილის, მამუკა ბახტაძის და თეა წულუკიანის.

22 %-22 %-ია დადებითად განწყობილი გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას მიმართ, 21 %-21% კი - ირმა ინაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და დავით უსუფაშვილის.

20 % აფიქსირებს დადებით განწყობას ირაკლი კობახიძის მიმართ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა