ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!

არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები არიან ამის ღირსი. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ და მე ამის გარანტიას ვიძლევი,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან კობიაშვილმა მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაგრძელდეს.

„კონკრეტული ადამიანები საუბრობენ კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე და ა.შ. აბსოლუტური ტყუილია! ზოგიერთი სააგენტოები და ადამიანები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ, გადაფარონ და ამბობენ, რომ რაღაცა დავალიანებები იყო - ეს არის ტყუილი. ერთადერთი დავალიანება, რაც ამ კლუბს ჰქონდა, ის არის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული. ორი კვირის, ორი თვის და წლის კი არა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს ხელფასი, არანაირი გამართლება არ აქვს ამ საქციელს, რაც ფეხბურთელებმა ჩაიდინეს.

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მნიშნველოვანია, ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რომელიც ხელს კი არ უწყობს მათ ქმედებებს, პირიქით. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს“,- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს