გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები  გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის მხარეში სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალისტებმა საზოგადოებას გურიის მხარეში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.