საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები  რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით, რუსთავში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს შეხვდნენ. ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, გელა კეტაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, დავით გობეჯიშვილმა, ლუკა კურტანიძემ, მიხეილ სალაძემ, ავთანდილ მაისურაძემ და გენო პეტრიაშვილმა რუსთაველ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა სხვადასხვა წლებში, მსოფლიო ოლიმპიადებსა და ჩემპიონატებზე ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებების ამსახველი ვიდეოფილმები. დარბაზში მყოფმა მოსწავლეებმა სპორტულ ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა და სახელოვანი ქართველი სპორტსმენების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ვიქტორინაში გამარჯვებულები თავად ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა დააჯილდოვეს. სწორი პასუხების ავტორებს საჩუქრად ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოშვებული წიგნები გადაეცათ.

როგორც ლერი ხაბელოვმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მსგავს შეხვედრებს ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა რეგიონში მართავს.

ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა რუსთაველი მწვრთნელები: ომარ გუგეშაშვილი (ჭიდაობა), ნინო გოგინაშვილი (ცურვა), ტარიელ ბლუაშვილი (კრივი), ოთარ ხმელიძე (კალათბურთი) და ფიზკულტურის მასწავლებლები: ზურაბ ჩიტრეკაშვილლი (#15 საჯარო სკოლა), ნანა ციციშვილი (#21 საჯარო სკოლა) ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა.

რუსთავის თეატრში გამართულ ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თავის მხრივ, ქალაქისა და მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთავში სტუმრად მყოფ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს სპეციალური მადლობის სიგელები გადასცეს“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა