ბათუმში 40 წლამდე ქალი შუახნის მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმში 40 წლამდე ქალი შუახნის მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, ფაქტი ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში მოხდა.
ქალის თქმით, უცნობ მამაკაცს წინააღმდეგობა გაუწია, სავარაუდო დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

























