ლანჩხუთის სოფელ წყალწმინდაში მსუბუქი ავტომანქანის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

























