რუსთავში სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, მოდებაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცს ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს