7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული 16 წლის გოგონა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. პოლიციის შენობაში იმყოფება ბრალდებულ მ.შ-ს ადვოკატი ქეთევან გაგოევიც.

გამოძიების ინფორმაცით, რომ ბრალდებულმა სოფელ აღაიანში, სახლში, სადაც მეუღლესთან, შვილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, ღამით, 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და თავად სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილი ჩვილი ბავშვის მამამ აღმოაჩინა. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს