ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი და სტიქიის პრევენციის სამუშაოები გრძელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკით სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება უკვე შეუძლიათ.

„პარალელურად, გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. სამუშაოები გრძელდება სტიქიის ზონაში, სადაც მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კმ-ზე ჩანგრეული გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი