რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რუსთავში, მოდებაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მგზავრებმა, რომელთაც პროტესტის ნიშნად გზა ჰქონდათ გადაკეტილი, აქცია შეწყვიტეს და გზა გახსნეს, თუმცა რუსთავიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა კვლავ პარალიზებულია.

ამ დროისთვის მძღოლებთან და კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს რუსთავის მერია აწარმოებს.

დილიდან რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. მოსახლეობა რუსთავიდან თბილისში, მაღალივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვდა. ადგილობრივების თქმით, ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია „ინტერტრანსმა“ თეთრი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალა და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები კი საკმარისი რაოდენობით არ მოძრაობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს